ეროვნული „კიდნეპინგის“ თავისებურებები – რატომ იტაცებენ ბავშვებს ჩინეთში

ჩინეთი შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა. საღამოობით ქუჩებსა და სკვერებში გასეირნებისას იშვიათად შეხვდებით აგრესიულ, უწესრიგო ადამიანებს ან მძარცველებს. ყველაზე მეტად ადგილობრივებსა და ქვეყნის სტუმრებს ჯიბის ქურდები აწუხებენ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში უსაფრთხოდ თავს მხოლოდ უფროსები გრძნობენ… აი, ბავშვებს კი თვალყურის დევნება სჭირდება, ზოგ შემთხვევაში, მათ სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. ბავშვების გატაცება მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში და ყოველწლიურად სტატისტიკა უფრო უარესდება.

სტატისტიკის მიხედვით, წლიურად ქვეყანაში, დაახლოებით, 20 000 ბავშვი იკარგება, რაც კვირაში 400 გატაცებას გულისხმობს. თანაც, იტაცებენ არა მხოლოდ ჩვილებს, არამედ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს და მოზარდებსაც კი. ბოროტმოქმედები ბავშვებს უშვილო ოჯახებში გასაყიდად, სხეულით ვაჭრობისთვის ან მონური სამსახურისთვის იტაცებენ. ხანდახან დამნაშავეები ასახიჩრებენ თავიანთ მსხვერპლს და აიძულებენ ქუჩაში მოწყალება ითხოვონ. ბოლო წლებში გაჩნდა კრიმინალური ბიზნესის კიდევ ერთი სახელი, ყველაზე მაღალშემოსავლიანი – გატაცება ორგანოების ამოსაკვეთად, ტრანსპლანტაციის მიზნით.

Фотография: Особенности национального киднеппинга: почему в Китае крадут детей №2 - BigPicture.ru

ბიჭების ფასი უკანონო ბაზარზე თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე გოგონების ფასი და დაახლოებით, 100 ათას იუანს შეადგენს. ეს განპირობებულია იმით, რომ ბიჭი მოხუცებულ ასაკშიც შეძლებს ოჯახის გამოკვებას.  „კიდნეპინგის“ პრობლემა ჩინეთში უკვე დიდი ხანია არსებობს, გასული საუკუნის ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან. ბავშვებზე მოთხოვნა იმალებოდა სახელმწიფო პოლიტიკის „ერთი ოჯახი – ერთი შვილი“-ს მიღმა. ბავშვები, განსაკუთრებით ბიჭები, ნამდვილი დეფიციტი გახდა და ჩინეთის სოფლებსა თუ ქალაქებში მათზე „ნადირობა“ დაიწყო.

არალეგალური ბიზნესი ათეული წლის განმავლობაში იმდენად იზრდებოდა და ვითარდებოდა, რომ შეზღუდვების გაუქმების შემდეგაც აგრძელებს აყვავებას. დამნაშავეთა დაჯგუფებებისთვის და დამოუკიდებელი ბოროტმოქმედებისთვის ეს მარტივი ფულია. ბავშვის მოტაცება რთული არ არის და მისი გაყიდვაც ადვილია დაინტერესებული პირისთვის. ბავშვები დაუცველები არიან, ხოლო დიდ, მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში დიდი ადამიანის პოვნაც კი ძალიან ძნელია. დამნაშავეები სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მაგრამ ყველაზე ხშირად ქუჩაში ხელს კიდებენ ბავშვებს, მანქანაში ტენიან და მიჰყავთ. ბავშვი, რომელსაც თვალს ბებია ან ბაბუა ადევნებს, ასევე რისკის ქვეშ იმყოფება. ხშირად ბავშვებს მოხუცებულებს პირდაპირ ხელიდან სტაცებენ.

Фотография: Особенности национального киднеппинга: почему в Китае крадут детей №3 - BigPicture.ru

იტაცებენ ასევე ახალშობილ ბავშვებს სამშობიარო სახლიდან, თანაც ხშირად ასეთ გატაცებებში გარეულები არიან სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებიც. უფროს ბავშვებს მოხერხებულ ადგილებში იტყუებენ და აძინებენ ნარკოტიკული საშუალებებით ან მედიკამენტებით. ასევე, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ბავშვები პირდაპირ საკუთარი სახლიდან გაუტაცებიათ.

ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ამ საკითხში ჩინეთის პროვინცია ხენანია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე ხშირად დანაშაული სწორედ იქ ხდება. ყველაზე პროდუქტიული გამტაცებელი ჩინეთის მთელი ისტორიის განმავლობაში იყოს 70 წლის ბებია ხენანიდან, რომელმაც 100-ზე მეტი ბავშვი გაიტაცა.

ერთი შეხედვით, ყველაზე სანდომიანი ბებია ქუჩაში ბავშვებთან მიდიოდა და ტკბილეულობას აძლევდა, რომელშიც ნარკოტიკი იყო გარეული, ხოლო შემდეგ უბრალოდ ხელს ჩაკიდებდა და თავის თანამოაზრეებთან მიჰყავდა. ბებია, რომელსაც ბავშვი ხელჩაკიდებული მიჰყავს, არანაირ ეჭვს არ ბადებს, ამიტომ ქალი ამ სფეროში დიდხანს და პროდუქტიულად მუშაობდა. სამწუხაროდ, როდესაც მშობლები შვილის გაუჩინარებას ამჩნევენ, ბოროტმოქმედები უკვე ძალიან შორს არიან. ასეთ ვითარებაში კარგი დასასრულის შანსი ყოველ წუთთან ერთად იკარგება. ძებნის ეფექტურობას ხელს არ უწყობს კიდევ ის ფაქტი, რომ ჩინეთის პოლიცია დაკარგული ბავშვის ძებნას, კანონის მიხედვით, განაცხადიდან მხოლოდ 24 საათის შემდეგ იწყებს. თავისი წვლილი ამ საქმეში შეაქვს კორუფციას – მაფია, რომელიც დაკავებულია გატაცებებით, ძალიან კარგად ეწყობა სამართალდამცველ პირებს და ძებნის წარუმატებლობა ხშირად მატერიალურ ინტერესს ატარებს. როგორც წესი, ბიუროკრატიული შეფერხება გამტაცებლებს დროს აძლევს, რომ მსხვერპლი ქალაქიდან გაიყვანონ და ბავშვი კლიენტს გადასცეს.

Фотография: Особенности национального киднеппинга: почему в Китае крадут детей №4 - BigPicture.ru

გატაცებებს ბევრი სხვადასხვა ხერხით ებრძვიან. საბავშვო ბაღებს მაღალ გალავანს არტყამენ, ამონტაჟებენ ვიდეოკამერებს, სახლები და კომპლექსები აღჭურვილია „ჭკვიანი“ სისტემებით, ხოლო ძალიან შეძლებული ჩინელები დაცვის თანამშრომლებსაც კი ქირაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები