ტრამპი: პუტინთან სატელეფონო საუბარი ძალიან პროდუქტიული იყო, შევხვდებით ბუდაპეშტში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბუდაპეშტში კრემლის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნება მიღწეული.

„ახლახან დავასრულე ჩემი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ის ძალიან პროდუქტიული იყო. პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დიდი მიღწევა, რაზეც, მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში ვოცნებობდით. მე ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაგვეხმარება რუსეთთან/უკრაინასთან ომის დასრულების მოლაპარაკებებში. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველ ლედის, მელანიას, ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ის ძალიან მადლიერი იყო და თქვა, რომ ეს გაგრძელდება. ჩვენ ასევე დიდი დრო დავუთმეთ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ვაჭრობაზე საუბარს, როდესაც უკრაინასთან ომი დასრულდება. სატელეფონო საუბრის დასასრულს შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას გაიმართება ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სხვა პირებთან ერთად, რომლებიც დაინიშნებიან. შეხვედრის ადგილი ჯერ კიდევ განისაზღვრება. შემდეგ პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით შეთანხმებულ ადგილას, ბუდაპეშტში, უნგრეთში, რათა ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ „სამარცხვინო“ ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის. პრეზიდენტი ზელენსკი და მე ხვალ შევხვდებით ოვალურ კაბინეტში, სადაც განვიხილავთ პრეზიდენტ პუტინთან ჩემს საუბარს და ბევრ სხვა საკითხს. მე მჯერა, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრით დიდი პროგრესი იქნება მიღწეული“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები