კრემლმა განადგურებული დასავლური ტანკებისთვის პრემია დააწესა

კრემლმა მხარი დაუჭირა რუსული კომპანიის FORES-ის ინიციატივას, რომელიც პირობას დებს, რომ პრემიის სახით გადაუხდის 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით $72,000) მას, ვინც უკრაინაში პირველი გაანადგურებს Abrams-ს ან Leopard 2-ს.

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსი სამხედროები ჯილდოს გარეშეც აუნთებენ ცეცხლს ამ ტანკებს, თუმცა, ეს თანხა ჯარისკაცებისთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს.

„ეს მოწმობს ყველას ერთიანობასა და სურვილზე, რომ ამა თუ იმ გზით, პირდაპირ თუ ირიბად, წვლილი შეიტანონ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, “რა თქმა უნდა, ცეცხლს აუნთებენ, მით უმეტეს, თუ იქნება ასეთი წამახალისებელი ზომები. ვფიქრობ, მეტი ენთუზიასტი იქნება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები