დონბასში მესამე ძალა გამოჩნდა

დონბასის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მესამე ძალა ჩაერთო , – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული არმიის გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმერ რუბანმა „უკრაინის პრავდასთან“ საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, გაურკვეველი მესამე დაჯგუფება ებრძვის უკრაინის ეროვნული გვარდიის შენაერთებს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „სახალხო არმიასაც“.
„არის რაღაც მესამე დაჯგუფება – ჩვენ ოფიციალური კიევი მათ ასე მოვიხსენიებთ, ისინი საბრძოლო ჭურვებს ისვრიან ორივე მხარის მიმართულებით“,-განაცხადა რუბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები