უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს

უკრაინის ომბუდსმენი დმიტრი ლუბინეცი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაშვებას ითხოვს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მან ამ მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს არაერთხელ მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია. რასაც ფოტოზე და ვიდეოზე ვხედავთ არის უკრაინის მოქალაქის წამება. ყველა საჯაროდ უყურებს, როგორ უარესდება მისი მდგომარეობა და ეს მიუღებელია!

კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან. საქართველოს ომბუდსმენს რამდენჯერმე დავუკავშირდი, რამდენიმე წერილი მივწერე იუსტიციის სამინისტროს და პასუხი არ მიმიღია!

მოვითხოვ სასწრაფოდ გაუშვან სამკურნალოდ! ასევე მივმართავ უფლებადამცველ ყველა ინსტიტუტს, სასწრაფოდ მოახდინოს გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზე!

უკრაინა განზე არ დადგება, როცა მისი მოქალაქეები ასეთ პირობებში არიან და სასწრაფო დახმარება სჭირდებათ”, – წერს დმიტრო ლუბინეცი „ტელეგრამზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები