6 თვის მანძილზე დონეცკის ოლქში 950 ადამიანი დაიღუპა
ნახევარი წლის მანძილზე დონეცკის ოლქში 950 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია-ნოვოსტი“ უკრაინის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების დაწყების მომენტიდან დღემდე დაიღუპა 950 და დაიჭრა 1748 ადამიანი“,- აღნიშნულია დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემი ეხება მარტო დონეცკის ოლქს, აქ არ არის შესული ლუგანსკის ოლქში, ასევე როსტოვის საზღვართან განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული და დაშავებული მოსახლეობის რაოდენობა.