„ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს ტერორის ფასი“ – ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაიზარდოს.

მისი თქმით, ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს ტერორის ფასი.

„ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდის აუცილებლობას და ჩვენმა გუნდმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ უნდა იგრძნოს ტერორის ფასი და უნდა შეიზღუდოს მისი შესაძლებლობები, გააგრძელოს აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრე ვან დერ ბელენთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები