რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა Twitter-ში დაწერა, რომ კოლონიაში პოლიტიკოსს ისეთ ანტიბიოტიკს აძლევდნენ, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეასუსტა და წონაში კლება დაიწყო.
„შედეგად, ნავალნიმ რაღაც გართულება მიიღო, მას აქვს მკვეთრი ტკივილები მუცლის არეში, წონაში 7 კგ დაიკლო. დღეს ის კოლონიიდან უნდა გამოსულიყო და ყველას იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე კვირას მაინც მისცემდნენ რაზმში გამოსაჯანმრთელებლად. აბა, რამდენად არის შესაძლებელი “დასვენება” მკაცრი პირობების რაზმში”, – წერს კობზევი.
როგორც ადვოკატმა დასძინა, გუშინ, 31 იანვარს ნავალნის უთხრეს, რომ საკნის ტიპის ოთახში გადაიყვანენ, სადაც ის დარჩება მაქსიმალური ვადით – ექვსი თვის განმავლობაში.
„ეს ქმედება არის ღია სტრატეგია, რომელიც ყველა ძალით და ღონით ნავალნის ჯანმრთელობის განადგურებისკენ არის მიმართული”, – ამბობს ადვოკატი.