ტერაქტის საფრთხის გამო, სტამბულში გერმანიის და ბრიტანეთის საკონსულოებმა მუშაობა შეაჩერეს
სტამბულში დიდი ბრიტანეთის გენერალურ საკონსულოში განაცხადეს, რომ, ქალაქის ცენტრში ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, ვიზიტორების მიღება შეწყვიტეს.
ამავე მიზეზით დღეიდან მუშაობა გერმანიის საკონსულომ შეაჩერა.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ვიზიტორების მიღება შეაჩერა შვედეთის და ნიდერლანდების საკონსულოებმა.
30 იანვარს აშშ-ის საელჩომ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა სტამბოლის ცენტრში ტერაქტების საშიშროების შესახებ.