“ირანმა შესაძლოა, დასავლური სოციალური ქსელების მუშაობა დაუშვას” – იბრაჰიმ რაისი

ირანი მზად არის, მის ტერიტორიაზე მუშაობის უფლება მისცეს დასავლურ სოციალურ ქსელებს, მაგრამ ამისთვის მათ გარკვეული პირობები უნდა შეასრულონ.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით, ირანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ არის პრობლემა იმაში, რომ ირანში უცხოურმა ინტერნეტ პლატფორმებმა იმუშაონ, მაგრამ ისინი პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ თავიანთ ქმედებებზე, ასევე, არ უნდა შეუწყონ ხელი ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების შემცირებას. მაგალითად, მათ ირანში უნდა ჰყავდეთ ოფიციალური წარმომადგენელი“, – განაცხადა რაისმა.

მისი თქმით, „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა ინტერნეტთან და უსაფრთხოდ გამოიყენონ ის მუშაობისთვის“.

“უცხოური ინტერნეტსერვისების მუშაობაზე შეზღუდვები მხოლოდ არეულობის დაწყების შემდეგ შემოვიღეთ, რადგან ამ დასავლურმა პლატფორმებმა ცუდი გავლენა მოახდინეს უსაფრთხოებაზე. რომელი ქვეყანა მისცემს საშუალებას სოციალურ ქსელებს,
შეარყიოს მისი უსაფრთხოება? ჩვენ გვჯერა, რომ როგორც ეს პლატფორმები არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რასაც აკეთებენ ევროპაში, ასევე უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი იმაზე, რასაც აკეთებენ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა რაისიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები