პოლონურმა გამოცემამ ზელენსკის „წლის ადამიანის“ წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს პოპულარული პოლონური ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალ Wprost-ის მიერ „წლის ადამიანის“ საპატიო წოდება მიენიჭათ.

უკრაინული მედიის ცნობით, ცერემონიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ზელენსკიმ ჯილდო მიიღო ბრძოლისთვის, გამძლეობისთვის, იმედისა და იმ გამარჯვებისთვის, რომელსაც უკრაინა იმსახურებს.

„ცივილიზებული სამყაროს სახელით ბრძოლისთვის თავისუფალი ევროპისთვის. დიდი რწმენისთვის, როცა სხვებს არ ჰქონდათ. სიმტკიცისთვის, როცა დამარცხება იყო ნაწინასწარმეტყველები. იმედისთვის როცა ყველას ეჭვი ეპარებოდა. და უპირველეს ყოვლისა – უკრაინის გამარჯვებისთვის, რომელიც უბრალოდ უნდა მოვიდეს“, – აღინიშნა გამოცემის წარმომადგენელმა უკრაინის პრეზიდენტის დაჯილდოებამდე.

ზელენსკის სახელით ჯილდო პოლონეთში უკრაინის საელჩოს მრჩეველმა-ელჩმა ოლეგ კუტსმა მიიღო.

ბლინკენს, თავის მხრივ, ტიტული მიენიჭა იმისთვის, რომ გამოცდის დროს ამერიკული დიპლომატია არ დაემორჩილა რაიმე ცდუნებას, შეენარჩუნებინა არსებული სტატუს კვო აგრესორთან ურთიერთობაში.

პოლონური გამოცემის მიერ „წლის ადამიანის“ ჯილდო ასევე მიენიჭა ვიცე-პრემიერს, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, მარიუშ ბლაშჩაკს, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში გაწეული ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც პოლონეთის არმია პრესტიჟულ გლობალურ ტოპ ოცეულში დაწინაურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები