რიში სუნაკი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში გაჭიანურებული ჩიხი სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს

Britain's Prime Minister Rishi Sunak leaves 10 Downing Street to attend the weekly Prime Minister's Questions session in parliament in London, Wednesday, Jan. 18, 2023. (AP Photo/Frank Augstein)

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში გაჭიანურებული ჩიხი სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ის აღნიშნულ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც განიხილა დიდი ბრიტანეთის მიდგომა კონფლიქტთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს შესაძლებლობა, რომ უკრაინის მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერა დაჩქარდეს.

„ეს უკრაინას წარმატების საუკეთესო შანსს მისცემს, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა“, – განაცხადა მან.

გაერთიანებული სამეფოს ახალი სტრატეგია მხარდაჭერის დაჩქარების კუთხით მოიცავს უფრო დიდ დიპლომატიურ ძალისხმევას და დაგეგმარებას, თუ როგორ უნდა აღდგეს უკრაინა კონფლიქტის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები