სასულერო პირებს აქციების ჩატარების მოთხოვნით ზუგდიდის საკრებულოსთვის არ მიუმართავთ

სასულიერო პირებს აქციის ჩატარების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონის საკრებულოსთვის არ მიუმართავთ – ამის შესახებ „კვირას“ ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ განუცხადა.
„სასულიერო პირებს ნებართვისთვის არ მოუმართავთ. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ვერავის შევუზღუდავთ. ნებართვას იმ შემთხვევაში გავცემთ, თუ სასულერო პირები საგზაო მოძრაობის წესებს შეზღუდავენ, ან გზას გადაკეტავენ და ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი გახდება, ამ ეტაპზე ასეთი რამ არ ყოფილა და შესაბამისად, სასულიერო პირებს არც ნებართვისთვის მოუმართავთ“, – აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
შეგახსენებთ, რომ “კაზანტიპის” ფესტივალის მსვლელობისას, სასულიერო პირები აპირებენ, განმუხურსა და ანაკლიაში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ჩაატარონ. ამის შესახებ მათ განცხადება ანაკლიაში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
სასულიერო პირებმა გუშინ მსვლელობა გამართეს ანაკლიის ცენტრალურ ნაწილში და ქუჩები აკურთხეს. ისინი ადგილობრივებს მოუწოდებენ, არ მიიღონ ფესტივალში მონაწილეობა, რადგან “იქ სოდომ-გომორის ცოდვა ხდება”.
“კაზანტიპი” ანაკლიაში დღეს 21.00 საათზე იწყება და 10 დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები