საფრანგეთი უკრაინას CAESAR-ის დამატებით 12 ჰაუბიცას გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას CAESAR-ის დამატებით 12 ჰაუბიცას გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნიუმ პარიზში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთი უახლოეს მომავალში პოლონეთში 150 ფრანგ სამხედრო ინსტრუქტორს გაგზავნის, რათა მათ ყოველ თვეში 600 უკრაინელი ჯარისკაცი მოამზადონ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა მანამდე უკრაინას 18 მსგავსი ჰაუბიცა გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები