ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავისადმი და მკვლელობიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გრძელდება

ლიტერატურის მუზეუმში 29 დეკემბერს გაიხსნა და გრძელდება – ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წლისთავისადმი და მკვლელობიდან 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა.
გამოფენილია მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ნაწარმოებების ილუსტრაციები, ავტოგრაფული წყაროები (ლექსები, მიმოწერა, ჩანაწერები), დოკუმენტები, სხვათა მოგონებები, მემორიალური ნივთები, პერიოდული პუბლიკაციები, მწერლის სიცოცხლისდროინდელი გამოცემები.
გამოფენა ქრონოლოგიურად ასახავს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის ყველა ეტაპს.
გამოფენა მიმდინარეობს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

მისამართი: გია ჭანტურიას N8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები