პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, 221 ადამიანი კი დაშავდა.
ამის შესახებ გაზეთი Dawn-ი იტყობინება.
ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციის ხელმძღვანელმა, მუჰამედ აზამ ხანმა მთელ რეგიონში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა.