“უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან, პირველ ეტაპზე, 140-მდე ტანკს მიიღებს” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, დასავლელი პარტნიორებისგან კიევი, პირველ ეტაპზე, 140-მდე ტანკს მიიღებს.

“ესენია Leopard 2, Challenger 2, M1 Abrams. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ Leclerc იქნება”, – თქვა მან.

მინისტრის თქმით, ქვეყნების ე.წ სატანკო კოალიციაში ამჟამად 12 მონაწილე შედის, თუმცა, კოალიციის ყველა ქვეყნის და მათი პრაქტიკული წვლილის დასახელება – ჯერ ნაადრევია.

„ბევრ მათგანს ჯერ კიდევ უწევს ფორმალური გადაწყვეტილებების მიღება შიდა პროცედურების შესაბამისად“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები