ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია ორგანიზაციიდან რუსეთის ჟურნალისტთა კავშირს გარიცხავს
სკანდინავიის ჟურნალისტთა პროფკავშირები ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას (IFJ) “კორუფციულ საქმიანობაში” და რუსული სახელმწიფო მედიის ჟურნალისტებთან მუშაობისთვის, მუშაობის არადემოკრატიულ მეთოდში ადანაშაულებენ.
როგორც ფინეთის ჟურნალისტთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ჰანა აჰომ თქვა, “ჩვენ ამას კორუფციულ საქმიანობას ვუწოდებთ. გადავწყვიტეთ – ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის კავშირებთან ერთად, თანამდებობა დავტოვოთ”.
მისი თქმით, სკანდინავიის ქვეყნების პროფკავშირები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, პრობლემები ორგანიზაციის შიგნით მოეგვარებინათ, მაგრამ ბოლო წვეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გახდა, როდესაც ფედერაციამ არანაირი ზომები არ მიიღო რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ბიუროების შექმნა.
IFJ-ში განაცხადეს, რომ მისმა აღმასრულებელმა კომიტეტმა წამოიწყო ფორმალური პროცესი რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის გარიცხვის მიზნით.
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFJ) წარმოადგენს 600 000 ჟურნალისტს 146 ქვეყნიდან და საკუთარ თავს უწოდებს “ჟურნალისტთა გლობალურ ხმას”, რომელთაგან ბევრი ცდილობს კორუფციისა და კანონდარღვევების გამოვლენას.