სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ოჟიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ინფორმაციას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე – იოსებ ქარუმაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კრებებზე მოსახლეობამ ისაუბრა სოფლების საჭიროებებზე და სხვადასხვა პრიორიტეტული საპროექტო წინადადება დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები