“ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი რუსეთთან დაპირისპირების ზრდის პროვოცირებას ახდენენ” – პესკოვი

ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ რუსეთთან დაპირისპირების პროვოცირებისთვის და ამასობაში ნაკლებად ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე, – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ამის შესახებ მან ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადების კომენტირებისას თქვა, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ “წითელი ხაზების” გავლება უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხში. ნაუსედა, მათ შორის, კიევისთვის გამანადგურებლების მიწოდებას გულისხმობდა.

”ზოგადად, ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის წარმომადგენლების ძალიან, ძალიან აგრესიულ დამოკიდებულებას. ისინი აშკარად მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი დაპირისპირების ზრდის პროვოცირებისთვის და შესაძლოა, შედეგებზე ნაკლებად ფიქრობენ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პირობებში, ვთქვათ, ევროპის მსხვილი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ყველა ევროპული პროცესის მამოძრავებლები არიან, სამწუხაროდ, არ ასრულებენ დამაბალანსებელ როლს და არ აბალანსებენ ექსტრემისტული მიდრეკილებების მქონე წარმომადგენლებს“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები