Bloomberg: გერმანია, სავარაუდოდ, უარს რუსულ თხევად გაზზეც იტყვის

გერმანიის მთავრობას სურს, შეზღუდოს რუსული თხევადი გაზის იმპორტი, რომ ამ გზით კიდევ უფრო შეამციროს რუსულ ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება.

Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პატრიკ გრეიხენის წერილში, კონსერვატიული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ.

„ფედერალური მთავრობა მხარს არ უჭერს რუსული თხევადი გაზის შესყიდვას. ფედერალურმა მთავრობამ კომპანიებს აცნობა, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად რუსული თხევადი გაზის შესყიდვის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია წერილში.

დოკუმენტის მიხედვით, სამომავლოდ კომპანიებს მოეთხოვებათ, აცნობონ მთავრობას ბუნებრივი აირის შესყიდვის წარმოშობის შესახებ, თუ მათი მოცულობა ხუთ ტერავატ საათს აღემატება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები