პუტინი პარლამენტს უკრაინაში შეჭრის წლისთავის წინა დღეს მიმართავს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ფედერალურ საკრებულოს, სავარაუდოდ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინა დღეს – 20 ან 21 თებერვალს მიმართავს.
ამის შესახებ “რია ნოვოსტი” და TASS წყაროებზე დაყრდნობით წერენ.
პუტინმა უკანასკნელად პარლამენტს 2021 წლის აპრილში მიმართა.
მორიგი მიმართვა 2022 წლის ბოლოს უნდა შემდგარიყო, თუმცა, ის 2023 წლამდე გადადეს.
გარდა ამისა, 2022 წლის ბოლოს პუტინს არც დიდი პრესკონფერენცია გაუმართავს, რომელსაც ტრადიციულად უკვე 10 წელია, მართავს.