საოკუპაციო ჯარების დანაკარგი 130 ათასს უახლოვდება – უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში 850-მდე ოკუპანტის ლიკვიდირება შეძლეს.
ჯამურად, რუსეთის დანაკარგი 127 500 ჯარისკაცს შეადგენს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაშია ნათქვამი.
ასევე, მტრის ტექნიკურ-მატერიალური დანაკარგი შეადგენს -3201 ტანკს; 6378 ჯავშანტექნიკას; 2197 საარტილერიო სისტემას; 454 საზენიტო დანადგარს; 221 საჰაერო თავდაცვის სისტემას; 293 თვითმფრინავს; 284 ვერტმფრენს; 1951 დრონს; 796 ფრთოსან რაკეტას; 18 გემი/ნავი; 5048 საავტომობილო აღჭურვილობას და ცისტერნას; სპეცტექნიკის 200 ერთეულს.