ბრიუსელის მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი მგზავრებს დანით თავს დაესხა – არიან დაშავებულები
ბრიუსელში, მეტროსადგურ შუმანში ახალგაზრდა კაცი მგზავრებს ცივი იარაღით თავს დაესხა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცია, რომელიც მათ მომხდარიდან მალევე დააკავეს.
თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
ბრიუსელის პროკურატურა ტერაქტს გამორიცხავს.