პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, 157 ადამიანი დაშავდა.

პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

აფეთქების დროს მეჩეთში 300-400 პოლიციელი იმყოფებოდა. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ტერორისტის სამიზნე სწორედ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები