უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ილოვაისკი დაიკავეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ილოვაისკი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახურზე დაყრნობით ავრცელებს. ქალაქში ამ დრომდე რჩება ტერორისტების მცირე რაოდენობა, რომელიც კონტრშეტევებს ახორციელებს.
“უკრაინელი ძალოვანები მთელ ქალაქს აკონტროლებენ, თუმცა ტერორისტების მხრიდან კონტრშეტევები გრძელდება. ტერორისტები ტანკებსა და არტილერიას იყენებენ”, – აღნიშნულია უკრაინის ეროვნული გვარდიის განცხადებაში.
ილოვაისკში გამართულ ბრძოლებში გუშინ ცხრა უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები