გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

გერმანიის თავდაცვის ახალი მინისტრი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს, – ამის შესახებ ბორის პისტორიუსმა ბუნდესვერის ოპერაციულ ცენტრში ვიზიტისას განაცხადა.

„უახლოეს მომავალში შედგება ჩემი ვიზიტი უკრაინაში“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის თარიღის დაზუსტების გარეშე.

უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემის შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე კი, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ „ჰიპოთეტურ საკითხებზე“ დისკუსიაში მონაწილეობა არ სურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები