პოლონეთი თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ს 4%-მდე გაზრდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-მდე გაზრდის.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, ითვალისწინებს იმას, რომ ქვეყანა უფრო მეტს დახარჯავს თავისი ეკონომიკის პროპორციულად, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები.

„უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ, სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ უპრეცედენტო ძალისხმევას გავაკეთებთ – მშპ-ს 4% პოლონეთის არმიისთვის“, – განუცხადა მორავიეცკიმ ჟურნალისტებს.

პოლონეთმა 2022 წელს თავდაცვის მიმართულებით, მშპ-ს 2,4% დახარჯა და ამ მხრივ, ის ნატოს ქვეყნებიდან მესამე ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები