იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, რომ ეს ომი პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს – ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის

NATO Secretary-General Jens Stoltenberg speaks as he holds a news conference on Russia's attack on Ukraine, in Brussels, Belgium February 24, 2022. REUTERS/Yves Herman

ნატოს გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი უფრო მეტი ომისთვის ემზადება.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში პუტინის გამარჯვება მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის.

„დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, თუმცა ის, რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ეს არის აგრესიის ომი, ეს არის რეალურად პრეზიდენტ პუტინის არჩევანის ომი. მან გადაწყვიტა სხვა ქვეყანაში, ევროპის სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეჭრა. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ომის დასრულება დღესვე. მაგრამ გამოწვევა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშანს, რომ პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვის მმართველები ემზადებიან მშვიდობისთვის. ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მეტი ომისთვის ემზადებიან, რომ უფრო მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია ხდება, 200 000-ზე მეტის. ისინი აქტიურად იძენენ ახალ იარაღს, მეტ საბრძოლო მასალას, აძლიერებენ საკუთარ წარმოებას, მაგრამ ასევე იძენენ მეტ იარაღს სხვა ავტორიტარული სახელმწიფოებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ასე რომ, სანამ ეს ასეა, ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, რადგან ყველას, ვისაც სჯერა დემოკრატიის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის. ეს მსოფლიოს უფრო სახიფათოს გახდის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა სეულში ვიზიტის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები