პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
პაკისტანში, ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა, 157 ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Geo TV ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე 32 დაღუპულსა და 147 დაშავებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.
მეჩეთში აფეთქება დღეს მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეჩეთის ნანგრევებში, შესაძლოა ადამიანები რჩებოდნენ. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.