გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ და სამშვიდობო მისიების დროს დაჭრილმა პირებმა ეტლით თხილამურის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა

გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შშმ და სამშვიდობო მისიების დროს დაჭრილმა პირებმა ეტლით თხილამურის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩემპიონატი მამაკაცებს შორის – „ბაკურიანი 2023″ დაბა ბაკურიანში უკვე მეოთხედ გაიმართა.
ჩემპიონატში ერთმანეთს გორელების გარდა, თბილისის, მარნეულის, ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეჯიბრებოდნენ. ბაკურიანში გამართულ ჩემპიონატში სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50-მა პირმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და „ახალგაზრდული მედია – კავშირის” თანადაფინანსებით უკვე რამდენიმე წელია, ხორციელდება.
შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები