გორში ახალი შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გორში ახალი შუქნიშნების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები ორ ლოკაციაზე მონტაჟდება:  ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთა, სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთა გარდა ტრანსპორტისა, ახალი შუქნიშნები მოაწესრიგებს ქვეითების მოძრაობასაც და ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ გორში პირველად მონტაჟდება საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც ითვალისწინებს შშმ პირების ინტერესებსაც. პროექტის ღირებულება 365 115 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები