ტერაქტი პაკისტანის მეჩეთში – სულ მცირე, 28 დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებულია

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად სულ 28 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.

ტელეარხ Dawn TV-ის ინფორმაციით, აფეთქება წირვის დროს მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ამ დროს მეჩეთში 120-მდე ადამიანი იმყოფებოდა, შეკრებილთა უმეტესობა პოლიციის, ჯარისა და მესაზღვრეების წარმომადგენელი იყო.

მედიის ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

აფეთქების შედეგად, მეჩეთის ნაწილი ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები