ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია: “მთავარი არხის” ჟურნალისტის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული “ექსპერიმენტი” მერიის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული “ექსპერიმენტი” მერიის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა, გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციის გავრცელებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, რომლის ავტორიც ბექა ყორშიაა. ძალიან მალე ახალციხელებს თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ექნებათ, აუზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში გაგრძელდება, ტენდერის შედეგად გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. როგორც ფეიკსიუჟეტიდან გამოჩნდა, ჟურნალისტის მიზანს არ წარმოადგენდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება და თავიდანვე ორიენტირებული იყო მერიის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციაზე, რაც პირველი შემთხვევა არ არის. კითხვა რომ პროვოკაციული იყო და აუზიც შენდება, ამას მიუთითებდა თუ არა ვინმე მერიის თანამშრომელს, ჟურნალისტი მაინც იმავე პასუხს მიიღებდა. ბექა ყორშიას მხრიდან, მდარე ხარისხის პროვოკაციული “ექსპერიმენტი” განხორციელდა.

და ბოლოს ,საზოგადოება კარგად ხედავს თუ რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად ვერანაირი ფეიკნიუსები და პროვოკაციები ვერ გადაფარავენ ამ სიკეთეებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები