გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ თანამდებობა დატოვა.

კირთაძის განცხადებით, ის პარტიაში რჩება და საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

“გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა, რომელსაც ვულოცავ გულწრფელად და მას მინდა, რომ ვუსურვო წარმატებები. ბუნებრივია, ვრჩები პარტიაში, ვაგრძელებთ ბრძოლას მიშას თავისუფლებისთვის, ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხებისთვის. რაც შეეხება ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტს, მე დასაწყისშივე ვთქვი, ავხსენი ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ლევან ხაბეიშვილს უნდა მიეცეს საშუალება, თავის გუნდთან ერთად გააგრძელოს მუშაობა ისე, როგორც მას წარმოუდგენია, მიიღოს გადაწყვეტილებები იმ გუნდთან ერთად, რომელთან ერთადაც მოახერხა გამარჯვება. ამდენად, ბუნებრივია, მე აღარ ვარ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი”, – განაცხადა კირთაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ​არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ხმის მიცემის პროცედურა 28 იანვარს დაიწყო და დღეს დილით, 10:00 საათზე დასრულდა. საარჩევნო პროცესი ფარულად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები