ოლაფ შოლცი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს
ის ფაქტი, რომ ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება ტანკების გაგზავნის შესახებ და გერმანიაში შემდეგი დებატები იწყება, უბრალოდ, არასერიოზულად გამოიყურება, – აღნიშნა შოლცმა გერმანულ გამოცემა Tagesspiegel-თან ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მან გამორიცხა უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნატო რუსეთთან ომში არ არის ჩაბმული.
„ჩვენ არ დავუშვებთ ასეთ ესკალაციას“, – აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ რეგულარულად ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ბოლო ზარი მათ შორის 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთმანეთთან“, – განაცხადა შოლცმა.