ვლადიმერ პუტინი მინსკში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მინსკში დაგეგმილ “საბაჟო კავშირის” წევრი სახელმწიფოების ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
“26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ბელორუსის დედაქალაქს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს “საბაჟო კავშირის” წევრი სახელმწიფოების ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში”, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, მინსკში გასამართ შეხვედრაში განხილული იქნება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დონბასში ვითარების სტაბილიზაციის საკითხები.