დონეცკის ოლქის ქალაქ ილოვაისკის ნახევარს უკრაინული ბატალიონი აკონტროლებს
დონეცკის ოლქის ქალაქი ილოვაისკის ნახევარს უკრაინული ბატალიონი “დონბასი” აკონტროლებს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის მეორე ნახევარში დარჩენილი ტერორისტები უკრაინის სამთავრობო ძალებს წინააღმდეგობას უწევენ.
“ამ ეტაპზე ტერორისტები მათ მიერ კონტროლირებადი რაიონებიდან ისვრიან ჩვენი მიმართულებით, თუმცა მათი თავდასხმები ვრცელდება დასახლებულ პუნქტებზეც. წუხანდელი ბრძოლების შედეგად, 8 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა”, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.