შოლცს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელება სურს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით ეცდება შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. შოლცის აღნიშნულ განცხადებას  “Welt” ციტირებს.

„მე კვლავაც ვისაუბრებ პუტინთან ტელეფონით, იმიტომ რომ ერთმანეთთან საუბარი საჭიროა. ზუსტად პუტინმა უნდა გამოიყვანოს ჯარი უკრაინიდან და დაამთავროს ეს საშინელი, უაზრო ომი, რომელმაც უკვე ასობით ათასი სიცოცხლე შეიწირა“.

შოლცმა განაცხადა, რომ სანამ რუსეთი ომს გააგრძელებს, არსებული ვითარება არ შეიცვლება.

კანცლერის თქმით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას, მან არაერთხელ გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ სურს ძალით მოახდინოს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია, რაც მიუღებელია.

„ზოგჯერ ჩვენ განვიხილავდით კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად ტყვეების გაცვლას, მარცვლეულის ექსპორტს უკრაინიდან და განვიხილავდით ატომურ ელექტრო სადგურს ზაპოროჟიეში. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები ყოველთვის აქტუალურ საკითხს უბრუნდებოდეს, როგორ გამოვიდეს მსოფლიო ამ საშინელი ვითარებიდან“, – განაცხადა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები