„შემირცხვენია ასეთი ქვეყანა, 12 000 მეძავი წყვეტს ამ ქვეყნის ეკონომიკას?“

„ჩვენ მომსწრე გავხდით ეკლესიის არნახული დაცინვის და ერთ-ერთი შარლატანი, რომელიც ხელმძღვანელობს “კაზანტიპს”, დასცინის დედა ეკლესიას და სასულიერო პირებს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განაცხადა. როგორც სასულიერო პირი აღნიშნავს, მას შეურცხვენია ისეთი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ 12 000 მეძავით ქვეყანას წამოწევს.
“ადამიანი ამბობს, რომ არის ჯადოქარი, ანუ სატანის მსახური. ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებს აკეთებს მარიამობის მარხვაში. ჩვენ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე, აუკრძალოს ამ პირს ქვეყანაში ყოფნა. ამერიკა და ევროპის ქვეყნები ხომ უკრძალავენ ვიღაც-ვიღაცეებს თავის ქვეყნებში შესვლას. ეს არის კაცი, რომელიც ჩვენს ტრადიციებს შეურაცხყოფს და დაგვცინის, დაცინვით საუბრობს ეპისკოპოსებზე. ასეთი თავხედობა მონღოლებისა და შაჰ-აბასის მეომრებს არ გამოუჩენიათ. ეს ქვეყნის სირცხვილია. ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ 12 000 მეძავით ქვეყანას წამოწევს, შემირცხვენია ასეთი ქვეყანა, 12 000 მეძავი წყვეტს ამ ქვეყნის ეკონომიკას? ეს არის შემდგარი ქვეყანა? ვფიქრობ, ხელისუფლებამ ამ პირს ქვეყანაში ყოფნა უნდა აუკრძალოს და ამაზე უშიშროება უნდა ფიქრობდეს”, – დასძინა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.
“კაზანტიპის” ფესტივალი დღეს, 21.00 საათზე გაიხსნება და 10 დღის მანძილზე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები