მედია: საიდუმლო საბუთებთან ერთად ბაიდენს მისი წიგნაკებიც ჩამოართვეს

წიგნაკები, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩანაწერებს აკეთებდა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, იმ ნივთებს შორის იყო, რომელი FBI-მ შტატ დელავერში მისი ერთ-ერთი სახლიდან ამოიღო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, NBC News  საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ჯო ბაიდენის წიგნაკები მტკიცებულების სახით ამოიღეს, ვინაიდან ბაიდენის ზოგიერთი ჩანაწერი მის ოფიციალურ მოღვაწეობას ეხებოდა ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, მისი დიპლომატიური მოღვაწეობის ჩათვლით ობამას პრეზიდენტობის დროს და შესაძლოა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ინახავდეს.

„ზოგიერთი გვერდი წიგნაკებიდან შესაძლოა სულაც არ მოიცავდეს საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ მაინც ითვლება სახელმწიფო ქონებად, ვინაიდან ისინი ოფიციალურ საქმეებს ეხება“, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები