ზელენსკი: უკრაინას 300-დან 500-მდე ტანკი სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსეთთან ომისთვის დამატებით 300-დან 500-მდე ტანკი სჭირდება.
როგორც მან Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ის ძალიან მადლიერია აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების, თუმცა შვებას მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როდესაც ტანკები ბრძოლის ველზე იქნება.
„ახლა გვჭირდება 300-500 ტანკი. ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენს მიწაზე შეტევის განსახორციელებლად გვჭირდება ტანკები. ჩვენ გვჭირდება ჯავშანტექნიკა ჩვენი ხალხის დასაცავად. სულ ეს არის“, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, უკრაინისთვის ტანკების მიწოდება დააჩქარონ.