რუსეთმა ლატვიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 2-კვირიანი ვადა მისცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლატვიის ელჩს მარის რიექსტინსს, რუსეთის ტერიტორიის დასატოვებლად 2-კვირიანი ვადა მისცა.

ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებით, 27 იანვარს, ლატვიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაჩია რუტკა სამინისტროში დაიბარეს და რუსეთ-ლატვიის დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ ლატვიის ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

რუსი ოფიციალური პირები ასევე იმუქრებოდნენ, რომ „ლატვიის ხელისუფლების პროვოკაციულ დემარშს დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირების მიზნით“, შედეგები მოჰყვება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო უწყების თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ლატვიის ელჩს ქვეყანა 24 თებერვალს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვი არ დაელოდება ამ თარიღს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები