გერმანიის თავდაცვის უწყებაში ადასტურებენ, რომ ქვეყანაში სატანკო წვრთნებისთვის უკრაინელი სამხედროები ჩავიდნენ

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ქვეყანაში „მარდერის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანებზე წვრთნის გასავლელად ჩავიდნენ, რომელსაც ბერლინი უკრაინას გადასცემს.

„უკრაინელი სამხედროები გერმანიაში „მარდერის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანაზე საწვრთნელად ჩავიდნენ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას „მარდერის“ 40 მანქანას და დამატებით „პატრიოტის“ საზენიტო-სარაკეტო ბატარეას გადასცემს.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტრენინგი მიუნსტერში, ქვემო საქსონიაში ჩატარდება და სავარაუდოდ, მარტის ბოლოს დასრულდება.

„მარდერი“ ქვეითთა საბრძოლო მანქანაა, რომელსაც გერმანული სამხედროები 1970-იანი წლების დასაწყისიდან იყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები