უკრაინაში დაბომბვების შედეგად, 300-მდე ეკლესია დაინგრა ან დაზიანდა

უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა გამოთვალა, რომ ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე 307 სალოცავი დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა.

როგორც დეპარტამენტში აზუსტებენ, უკრაინაში დანგრეულ ან დაზიანებულ შენობებს შორის, ხუთი სინაგოგა და ხუთი მეჩეთია. დარჩენილი 297 სალოცავი ადგილი – ქრისტიანული ეკლესიებია.

დანგრეული ან დაზიანებული ეკლესიების, თითქმის ნახევარი 297-დან 142 ობიექტი, ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (მოსკოვის საპატრიარქო).

დანგრეული და დაზიანებული ეკლესიების უმეტესობა დონეცკში – 75, და ლუგანსკის რეგიონია -59.

კიევის ოლქში 43 ეკლესია დაზიანდა, ხარკოვის ოლქში – 38.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები