“ჩემი ცოლი უკვე 9 თვეა საელჩოში იმყოფება” – რა გახდა თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის მოტივი

თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმის მოტივებზე დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.

როგორც თეირანის პოლიციის უფროსმა, გენერალმა ჰოსეინ რაჰიმმა განაცხადა, დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელიც აზერბაიჯანელ ქალზეა დაქორწინებული.

”ის ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე უკვე ცხრა თვეა საელჩოში იმყოფება,” – თქვა რაჰიმმა ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში.

თავის მხრივ, სააგენტო Tasnim-მი იტყობინება, რომ თავდამსხმელმა, გასული წლის აპრილში შეიტანა განცხადება ცოლის გაუჩინარების შესახებ, თუმცა ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, მისი მეუღლე აზერბაიჯანში დააბრუნეს.

აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა დღეს მოხდა. ირანელმა მამაკაცმა საელჩოს დაცვის უფროსი “კალაშნიკოვის” ავტომატიდან მოკლა, ორი კი დაჭრა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მომხდარს “ტერაქტი” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები