აზერბაიჯანი რუსეთთან ახალ ავიარეისებს ამატებს
აზერბაიჯანის ეროვნულმა ავიაკომპანია AZAL-მა რუსეთში ახალი პირდაპირი რეისები დაამატა.
კომპანიას სამი მიმართულება ემატება – ნოვოსიბირსკის, ეკატერინბურგის და სამარას მარშრუტები.
ნოვოსიბირსკში რეისი კვირაში ორჯერ 16 მარტიდან შესრულდება; 18 მარტიდან ოთხშაბათ-შაბათს სამარაში; ხოლო 19 მარტიდან – ოთხაშათობით და კვირაობით ეკატერინბურგში.