თურქეთი ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს, მოსკოვში კი, შოკირებული არიან
თურქეთი, ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას გმობს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან სატელეფონო საუბრის დროს თქვა.
ჩავუშოღლუმ ბაირამოვს სამძიმარი გამოუცხადა.
თურქმა მინისტრმა თავდასხმას “მზაკვრული” უწოდა.
მომხდარს რუსეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა.
როგორც სპიკერმა, მარია ზახაროვამ თქვა, “შოკირებული ვართ მომხდარით. ვუსამძიმრებთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ აზერბაიჯანელ კოლეგებს”.
საელჩოზე თავდასხმა, ირანის დროით 08:30 საათზე მოხდა.
აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, თავდამსხმელი უსაფრთხოების პუნქტთან მიიჭრა, და “კალაშნიკოვის” ავტომატიდან დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა.
ასევე დაჭრილია დაცვის ორი წევრი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დაწყებულია გამოძიება.