უკრაინის გარშემო არსებული ვითარების გამო, იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს, კერძოდ, კრძალავს ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობის და პრეპარატების, ასევე სხვა საქონლის ექსპორტს.
ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
კერძოდ, აკრძალვას ექვემდებარება: ბირთვული მასალები და მოწყობილობები, აღჭურვილობა რადიოაქტიური მასალების დასამუშავებლად; ნავთობისა და გაზის საძიებო მოწყობილობები; ხელკეტები, ცრემლსადენი გაზი; ვაქცინები, სამედიცინო საქონელი, მოწყობილობები ანალიზებისა და ტესტებისთვის; თითის ანაბეჭდის ფხვნილი; დოზიმეტრები; ასაფეთქებელი ნივთიერებები; მოწყობილობა რენტგენის შემოწმებისთვის; მოწყობილობა კომპოზიტური მასალების წარმოებისთვის; პორტატული დენის გენერატორები; რობოტები; საბურღი დანადგარები; ნივთიერებები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის ნედლეულად; ტოქსიკური ქიმიკატები და სხვა საქონელი.
აკრძალვა ძალაში 3 თებერვლიდან შედის.