გელა ნიკოლეიშვილი: დემენცია არის ჭკუასუსტობა – წარმოიდგინეთ სააკაშვილი, რომელიც აანალიზებს, წერს, 5 ენაზე მიმართავს, მას ჭკუასუსტობა არ ეტყობა

მიხეილ სააკაშვილის დემენცია დაუზუსტებელია. მაგალითად დემენციასაც, ისევე როგორც სხვა დაავადებას, აქვს თავისი სტადიები. ექიმების მტკიცებით, ნებისმიერ 50 წელს გადაცილებულ ადამიანს, მეტ-ნაკლებად შეიძლება სიტყვა დაავიწყდეს – ამასაც დემენციის სუსტი ფორმა ჰქვია , – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ისინი როდესაც ამბობენ განუსაზღვრელ დემენციას, წარმოიდგინეთ სააკაშვილი, რომელიც აანალიზებს, წერს, 5 ენაზე მიმართავს, ეტყობა მას? დემენცია არის ჭკუასუსტობა. ამ შემთხვევაში მას ჭკუასუსტობა არ ეტყობა. კიბოც არის მძიმე დაავადება, მაგრამ თუ ის არ არის მე-4 სტადიაში, ის არ ექვემდებარება გათავისუფლებას“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები